რუმინეთის ექს-პრემიერს კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ჩადენაში ედება ბრალი

რუმინეთის იუსტიციის ორგანოები ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს იონ ილიესკუს კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ჩადენაში სდებენ ბრალს. ბრალდება დაკავშირებულია 1989 წლის დეკემბერში ანტიკომუნისტური გამოსვლების სისხლით ჩახშობასთან – 21 დეკემბერს ბუხარესტის პროკურატურამ განაცხადა. ილიესკუს მიერ მიღებული სამხედრო ზომების შედეგად, რომელიც დიქტატორ ნიკოლა ჩაუშესკუს ჩამოგდებას მოყვა, 860 ადამიანი დაიღუპა. ილიესკუ ჩაუშესკუს დროს მინისტრი იყო, შემდეგ კი ეროვნული ხსნის ფრონტის ხელმძღვანელი. 1996 წლამდე, შემედგ კი 2000-2004 წლებში ის რუმინეთის პრეზიდენტი იყო.
ილიესკუს გარდა, სასამართლოს წინაშე წარსდგება რუმინეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი ჯელ ვოიკან-ვოიკულესკუ და სამი სხვა სახელმწიფო პირი – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის სახელმწიფო კაპელას სარეპეტიციო დარბაზი დღეს საზეიმოდ გაიხსნა
შემდეგი სტატიაგერმანიაში ქვანახშირის უკანასკნელი მაღაროც დახურეს