რუმინეთი საქართველოს 10 000 დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინას გადასცემს

რუმინეთი საქართველოს 10 000 დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინას გადასცემს. ამის შესახებ საქართველოში რუმინეთის ელჩმა, რაზვან როტუნდუმ განაცხადა.

„2021 წლის 8 ივლისის სხდომაზე, რუმინეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ საქართველოს ასტრაზენეკას 10 000 დოზა ვაქცინა გადასცემს. ვაქცინების მიწოდება მალე მოხდება“, – წერს რუმინელი დიპლომატი სოციალურ ქსელ ტვიტერში“.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩხეიძე: რუსეთს უნდა რომ ოპოზიცია და დასავლეთი გააიგივონ ლგბტ თემასთან
შემდეგი სტატიახაშმში მე-19 საუკუნის წმინდა გიორგი სახელობის ტაძარი გაძარცვეს