29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

რუმინეთი ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების დაჩქარების მოთხოვნით მიმართავს

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოანა ცოიუმ განაცხადა, რომ ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების დაჩქარების მოთხოვნით მიმართავს.

„ეს ჩვენი საჰაერო სივრცის დაუშვებელი და აშკარა დარღვევაა. გვაქვს დადასტურება, რომ ეს რუსული უპილოტო საფრენი აპარატია” – აღნიშნა ცოიუმ.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ნატო-ს მთავარსარდალი მანამდე უკვე დაეთანხმა რუმინეთის წინა მოთხოვნა, ალიანსს სამხედრო ტექნიკა ქვეყანაში გადაეტანა, ახლა კი ბუქარესტი ამ მიწოდების დაჩქარებას ითხოვს.

ოანა ცოიუმ ასევე განმარტა, რომ რუმინეთი ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან დაგეგმილ შეხვედრაზე წამოჭრის ქალაქ გალატში რუსული დრონის ჩამოვარდნის საკითხს და „აღმოსავლეთ ფლანგზე შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების საჭიროებას“.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: რუსეთი ახალ მასირებულ სარაკეტო იერიშს ამზადებს
შემდეგი სტატიაუფლებადამცველი ანა ნაცვლიშვილი გორში პოლიციელების მიერ ორი ახალგაზრდა კაცის ცემის ფაქტს გამოეხმაურა