რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ

რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ.

ორმა ქვეყანამ სახმელეთო სასაზღვრო კონტროლი გააუქმა და შეუერთდნენ ბლოკს, რომლის მოქალაქეებსაც მოგზაურობა საპასპორტო კონტროლის გარეშე შეუძლიათ.

„როიტერის“ ცნობით, შენგენის ზონის წევრობა ფოიერვერკით აღნიშნეს ბულგარეთის სასაზღვრო პუნქტთან, სადაც ბულგარეთისა და რუმინეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა მდინარე დუნაის მეგობრობის ხიდზე ბარიერი სიმბოლურად გახსნეს.

გადასასვლელი საერთაშორისო ვაჭრობის ტრანზიტის მნიშვნელოვანი პუნქტია.

„ეს ისტორიული მომენტია. სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ, საბერძნეთიდან ფინეთამდე და დასავლეთისკენ პორტუგალიამდე საზღვრების გარეშე მოგზაურობა შესაძლებელია“, – განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტარ გლავჩევმა.

banner
წინა სტატიაშივოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის მიერ ევროკავშირში რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტა მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხია
შემდეგი სტატიაანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტით, უკრაინამ რუსეთს ევროპაზე გავლენის ერთ-ერთი ბოლო ბერკეტი ჩამოართვა