რულოვსი: გავაგებინოთ მთელ საქართველოს, რომ ივანიშვილი მმართველობა არის ბანდიტური

სანდრა რულოვსი გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში მივიდა. ზუგდიდის მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ ისინი გეგა შენგელიას გამარჯვების გამოცხადებას არ შეეგუებიან. რულოვსის თქმით, ის და მისი თანაგუნდელები ცესკოს ოფიციალურ შედეგებს დაელოდებიან.

თუ მეორე ტური გამოცხადდება, რულოვსი მზად არის, მიიღოს მონაწილეობა მეორე ტურში, მაგრამ, თუ გეგა შენგელიას გამარჯვება გამოცხადდება, სანდრა რულოვსი ამბობს, რომ ბრძოლა გაფართოვდება. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არჩევნების გზით არ წავა იმიტომ, რომ ის არ ატარებს არჩევენბს.

„ჩვენ არ ვაღიარებთ მათ გამარჯვებას, მით უმეტეს მათ არჩევნებს. ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ძალიან მარტივად სუს-ის და კრიმინალების ერთობლივი სპეცოპერაცია, ზუგდიდში ჩატარებული მაღალ დონეზე, ეს არნახული უპრეცენდენტო სადიზმის შეშინება და ზეწოლა. ისინი რომ ზეიმობენ, ზეიმობენ, რომ ხალხი დამარცხდა, რომ ისევ ისინი გააგრძელებენ ტერორს, ჯიბეების გასქელებას და ყველაფერს, რაც მიუღებელია ჩემთვის და ჩემი გუნდის წევრებისთვის. როგორც ჩანს, მათი ციფრებით, თითქმის, ნახევარმა დაგვიჭირა მხარი და ეს დიდი ჯარია. ჩვენ ამ ძალას აუცილებლად გამოვიყენებთ, ზუგდიდიდან იწყება საქართველოს გამარჯვება.

“გავაგებინოთ მთელ საქართველოს, რომ ივანიშვილი მმართველობა არის ბანდიტური, კორუფციული და არაადამიანური. ეს მიგვიყვანს უფსკრულში, ეს არის ქვეყნის ნგრევა, ანტისახელმწიფოებრივი ქცევა და აღმოვჩნდებით რუსეთის ხელში, ჩვენ სხვანაირი საქართველო გვინდა, ამიტომ ჩვენიო ბრძოლა გრძელდება. ივანიშვილის წინააღმდეგ მივდივართ ყველა,“ – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

სანდრა რულოვსმა ნიკა მელიას განცხადებები მოკლედ შეაფასა. მისი თქმით, არსებობს სხვადასხვა აზრი, მაგრამ საერთო აზრია, რომ საქართველოს მტერი ბიძინა ივანიშვილი და მისი კლანია.

“ყველა თანხმდება, რომ ეს კაცი უნდა მოშორდეს თავისი კლანით. ჩვენ გვაქვს საქმე საქართველოს მტერთან. ვინც შემიერთდება ამ ბრძოლაში, ძალიან გამიხარდება, ამ ტალღაში რომელიც გადაუვლის ივანიშვილის რეჟიმს,” – ამბობს რულოვსი.

 

banner
წინა სტატიაშიბათუმის „დინამოსთან“ თამაშის შემდეგ, „ვიტ ჯორჯიას“ მოთამაშეები დააკავეს
შემდეგი სტატიაცესკო: მთაწმინდის ოლქში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება