რუხში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუხში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ერთ-ერთი მანქანის მძღოლი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბ. ჭ. როგორც „ოდიშინიუსს“ რეფერალურ საავადმყოფოში განუცხადეს, პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა და ის სტაციონარში შემოყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. რაც შეეხება მეორე დაზარალებულს, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მას ამ წუთებში ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

banner
წინა სტატიაშირუსეთი კავკასიის რეგიონზე გავლენის გავრცელებას ცდილობს – ქეთევან ციხელაშვილი
შემდეგი სტატიაპუტინის ვიზიტი საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში საფრთხეს უქმნის კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრაზე მიმართულ საერთაშორისო ძალისხმევას