რუხის საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ ექვსმა პაციენტმა დატოვა

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ ექვსმა პაციენტმა დატოვა.

საავადმყოფოში ამ დროისთვის 92 პაციენტი რჩება. მათგან 77 დადასტურებული კოვიდინფიცირებულია. მათ შორის რვა არასრულწლოვანია. ისინი ზუგდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.

15 პაციენტი ცხელებითა და სხვადასხვა რესპირატორული სიმპტომებით არიან შეყვანილი საავადმყოფოში. მათ უკვე ჩაუტარდათ ტესტირება კორონავირუსზე და პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა : სააკაშვილს შეუძლია, ჯერ ცაში აგიყვანოს და მერე ტალახში გაგორაოს
შემდეგი სტატიაარჩილ გამზარდია: გარეჯი – საფრთხე თუ შესაძლებლობა