რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს „როტარი კლუბი თბილისი ამბასადორმა” რენტგენის აპარატი გადასცა

რუხის საავადმყოფო

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, გლობალური გრანტის ფარგლებში „როტარი კლუბი თბილისი ამბასადორმა“ რენტგენის ციფრული პორტატული აპარატი – უსასყიდლოდ გადასცა.

გადაცემის ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, მისი მოადგილე, ზუგდიდის მერი, ,,საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის’’ და „როტარი“ კლუბი თბილისის ხელმძღვანელობა დაესწრო.

მალხაზ თორიამ „როტარი“ კლუბის მიერ გაწეული დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა სამედიცინო პერსონალს პანდემიის პერიოდში გაწეული მუშაობისთვის.

„რუხის კლინიკამ ერთი წლის წინ იტვირთა უზარმაზარი პასუხისმგებლობა. მაშინ როცა რეალურად დავდექით პრობლემის წინაშე, რომელიც მთელ მსოფლიოსთვის ახალი გამოწვევა იყო და არ ვიცოდით რასთან გვქონდა საქმე, აღმოჩნდა რომ კლინიკა, სადაც ამ უხილავ მტერს გავუმკლავდებოდით და მოქალაქეების მკურნალობა იქნებოდა შესაძლებელი – რეგიონში არ გვქონდა. მაშინ ჯანდაცვის უწყების, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით მიღებული იქნა გადაწყვეტილება რუხის კლინიკის გახსნის შესახებ და უმოკლეს პერიოდში აღიჭურვა ტექნიკით. მე მინდა მადლობა გადავუხადო რუხის პერსონალს, მენეჯმენტს გაწეული მუშაობისთვის, თქვენ სამედიცინო პერსონალი ხართ თანამედროვე სამყაროს გმირები, თქვენ იბრძვით წინა ხაზზე, ხშირად თქვენი ჯანმრთელობის ხარჯზე. მადლობა „როტარი კლუბი თბილისი ამბასადორს“, რომელმაც რუხს დღეს გადასცა თანამედროვე რენტგენის პორტატული აპარატი და მოუგვარა კლინიკას ეს საჭიროება. რუხი დღეს ემსახურება არამარტო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს, არამედ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს და ამ კლინიკას მხოლოდ სამედიცინო დატვირთვა არ აქვს“ – განაცხადა მალხაზ თორიამ.

banner
წინა სტატიაშიიაგო ხვიჩია – „გირჩის“ გეგმა ხვალიდან საჯაროდ იქნება ცნობილი
შემდეგი სტატიაპოლიციამ ქუთაისში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა