რუხის კლინიკაში კორონავირუსით 22 წლის გოგო გარდაიცვალა

რუხის კოვიდკლინიკაში კორონავირუსით 22 წლის გოგო გარდაიცვალა. ახალგაზრდა გალიდან დამძიმებული მდგომარეობით გადმოიყვანეს.

22 წლის გოგოს თანმხლები დაავადება ჰქონდა, ის აივ ინფექციით იყო ინფიცირებული. გოგონას დაავადება მუცლადყოფნის დროს დედისგან გადაედო. სწორედ ეს გახდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი.

22 წლის გოგო ერთი თვის განმავლობაში რუხის კლინიკაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. გარდაცვლილს დღეს, 23 აგვისტოს გალში გადაასვენებენ.

banner
წინა სტატიაშითეა ახვლედიანი რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში „სინოფარმით“ აიცრა
შემდეგი სტატიაევროპულმა საქართველომ ადგილობრივი არჩევნებისთვის მერობის კანდიდატები წარადგინა