“რუხაძემ, ან მასთან დაკავშირებულმა პირებმა მკვლელობა, სახელმწიფო ღალატი, ან სხვა მძიმე დანაშაულიც რომ ჩაიდინონ, იმედი ამას არ გააშუქებს”, – ამის შესახებ განცხადებას, ექსპერტი გია ხუხაშვილი აკეთებს.
იმ შემთხვევაში, თუ ყიდვა-გაყიდვის მუხლი რეალურია, ხუხაშვილი თვლის, რომ საინტერესო მუხლია.
“თუ ეს მართალია, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ძალიან საინტერესო მუხლია, რომ იმედის ახალი მფლობელი იღებს ვალდებულებას, არ გამოიყენოს ტელევიზია ირაკლი რუხაძის და მასთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ.
ერთია, რაში დასჭირდა რუხაძეს ასეთი გადაზღვევა? რამდენად არ ენდობა სისტემას, ყველაზე კარგად იცის რა მისი მანკიერი ბუნება.
მეორეა, ასეთი გარანტიის გაცემის მანკიერება.
ე.ი. ხვალ რუხაძემ, ან მასთან დაკავშირებულმა პირებმა მკვლელობა, სახელმწიფო ღალატი, ან სხვა მძიმე დანაშაულიც რომ ჩაიდინონ, იმედი ამას არ გააშუქებს…
ეს მუხლი, თუ ის ნამდვილად არსებობს, ახლა უკვე საჯაროდ და ოფიციალურად, მთლიანად აშიშვლებს ამ მედია-სუბიექტის ნამდვილ, ყველაფრის მკადრებელ ბუნებას”, – წერს ექსპერტი.
















