სანქცირებული “ტელეიმედის” ყოფილმა მფლობელმა, ტელევიზია პრობლემურ აქტივად გამოაცხადა.
როგორც ბიზნესმენმა ბი-ემ-ჯის კითხვების საპასუხოდ განაცხადა, არ ელოდებოდა იმედის სანქცირებას, თუმცა მისი გაყიდვა მაინც გადაწყვიტა.
“არ ველოდი, რომ იმედს დაასანქცირებენ, არ ველოდი რა, ნუ რაც მესმოდა, ვისაც ველაპარაკებოდი, კონსულტანტები მყავდა აყვანილი და ამას რომ გაბედავდა ვინმე, რომ ყველაზე დიდ ტელევიზიას, რომელსაც ნახევარი მოსახლეობა იღებს ნიუსს. ქვეყანაში, სადაც გვაქვს წარმოუდგენლად თავისუფალი პრესა, თქვენ შეგიძლიათ გადართოთ და ვისაც გინდათ იმას უყურებს, ნახევარი ქვეყანა ირჩევს რომ ინფორმაცია მიიღოს იმედისგან და იმას ასანქცირებენ, მე ვერ წარმომიდგენია, რომ ამას გააკეთებდნენ. ჩემ პარტნიორს ეს აქტივები აღელვებდა და მუდმივად პრობლემის ქვეშ იყო და ერთმანეთში გადავწყვიტეთ, რომ სხვა ხელში ყოფილიყო, ვიდრე ჩვენსაში”,_ თქვა რუხაძემ.














