“რუკები არ მინახავს, თუ ეს ასეა, ძალიან ცუდი ფაქტია” – კალაძე Yandex Taxi-ზე დასმულ კითხვას პასუხობს

ვიცე-პრემიერი, კახა კალაძე საქართველოს ბაზარზე რუსული კომოპანიის YANDEX- ის შემოსვლას აფასებს.

კალაძის განცხადებით, საქართველოს ბაზარზე რუსული კომპანიები წლებია, არსებობენ. მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან, ბიზნესისთვის ხელის შეშლა სწორი არ იქნებოდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მიუღებელია თუ არა მისთვის ისეთი კომპანიის შემოსვლა საქართველოს ბაზარზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა რუკაზე მითითებული არ აქვს, კალაძე აცხადებს, რომ რუკა არ უნახავს თუმცა, ეს ეს ასე, ძალიან ცუდი ფაქტია.

“რუსული კომპანიები საქართველოს ბაზარზე სხვადასხვა მიმართულებით წლებია, არსებობენ. ვფიქრობ, ხელის შეშლა ბიზნესის კუთხით, არ იქნება სწორი. მთავარია, ბოროტად არ იყოს გამოყენებული – მიუღებელია ეს ფაქტი მთავრობისთვის და ასევე, ჩემთვის. ხალხის, მთავრობის მთავარი ამოცანა და მიმართულებაა, საქართველო გახდეს ევროპის ნაწილი. ჩვენი ყველა განცხადება და რეფორმა ამისკენ მიდის. პარალელურად, ვცდილობთ, დავალაგოთ ურთიერთობა რუსეთთან, ამას გვეუბნებიან ჩვენი მეგობარი ქვეყნებიც. რაც შეეხება კონკრეტულად ფაქტს, ეს ჩემთვის მიუღებელია. რუკები არ მინახავს, თუ ეს ასეა, ფაქტი არის ძალიან ცუდი”, – აცხადებს კალაძე.

რუსული კომპანია “იანდექს ტაქსის” მომსახურება თბილისში 23 აგვისტოდან დაიწყო.

რაც შეეხება “იანდექსის” პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ საკითხზე “იანდექსის” რუკაზე საქართველო წარმოდგენილია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: დემურ სტურუას საქმეზე გამოძიება თავიდანვე დაიწყო
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე: ბევრი პოლიტიკოსი წინასაარჩევნოდ ცდილობს რაღაც ქულების დაწერას