რუისთან დაშავებული სომხეთის მოქალაქე ვერტმფრენით ერევანში გადაიყვანეს

რუისთან 7 ივლისს ავარიის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოქალაქე სომხეთში, ვერტმფრენით გადაიყვანეს. ინფორმაციას საქართველოში სომხეთის საელჩო ავრცელებს.

რაც შეეხება დაშავებულ მოზარდს, მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა და ის იაშვილის კლინიკაში, კრიტიკული მედიცინის ცენტრში რჩება.

ავტოსაგზაო შემთხვევას რუისთან სამი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა. დაღუპულია ერთი ქალი და ორი მცირეწლოვანი. დაღუპულები და დაშავებულები სომხეთის მოქალაქეები არიან.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი : აღმოსავლეთ პარტნიორობამ აღმოსავლეთ ევროპას ახალი შესაძლებლობები შეუქმნა
შემდეგი სტატიაბარემ თეფში დაატრიალეთ და ჯაბას სული გამოიძახეთ – ზურაბიშვილი