შშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ Fox News-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში გაირკვევა შესაძლებელია თუ არა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების განახლება.
„უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში გარკვეულ ძალისხმევას იხილავთ, რომელიც მიმართული იქნება იმის გასარკვევად, შევძლებთ თუ არა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების განახლებას და ამ ომის დასრულებას“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
მისი თქმით, დიპლომატიური ძალისხმევა გაძლიერდება, თუმცა პროცესის წარმატება გარანტირებული არ არის.
„ჩვენ გვესმის, რომ ორივე მხარეს საკმაოდ მკაფიო „წითელი ხაზები“ აქვს და ვიდრე ამ „წითელი ხაზებს“ მცირედით მაინც არ დავაახლოებთ, სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
















