რუსეთ-უკრაინის ომი ვერ დასრულდება რომელიმე მხარის სამხედრო გამარჯვებით, ყოველ შემთხვევაში — ამ ტერმინის ტრადიციული გაგებით, — ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
შვედეთის ქალაქ ჰელსინგბორგში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას, რუბიომ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე სამშვიდობო პროცესი შეჩერებულია, თუმცა ვაშინგტონი დინამიკის ცვლილებას ელოდება.
„ამ მომენტში სამშვიდობო მოლაპარაკებები არ იმართება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ეს შეიცვლება, ვინაიდან ამ ომის დასრულება მხოლოდ მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმებით შეიძლება. ის არ დასრულდება ერთი თუ მეორე მხარის სამხედრო გამარჯვებით, როგორც მინიმუმ — სამხედრო გამარჯვებების ტრადიციული განმარტებით“, — განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.
რუბიოს თქმით, თუკი გამოჩნდება პროდუქტიული დიალოგის რეალური შანსი, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის, პროცესში კონსტრუქციული როლი შეასრულოს, თუმცა ბოლო თვეებში ამ მიმართულებით დიდი პროგრესი არ შეინიშნება.















