25.5 C
Tbilisi
სამშაბათი, ივლისი 14, 2026
banner

რუბიო რუს ხალხს “რუსეთის დღეს” ულოცავს და უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების იმედს გამოთქვამს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელით მარკო რუბიო  რუს ხალხს ეროვნულ დღესასწაულს, „რუსეთის დღეს“ ულოცავს.

ოფიციალურ განცხადებაში რუბიო ხაზს უსვამს რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობას და ორ ქვეყანას შორის მომავალში კონსტრუქციული ურთიერთობების აღდგენის იმედს გამოთქვამს.

რუბიოს განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ერთგული რჩება იმ მიდგომის, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიანი გზით დასრულებას გულისხმობს.

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ რუს ხალხს „რუსეთის დღეს“. შეერთებული შტატები კვლავაც ერთგული რჩება რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიანი მოგვარების პროცესის წინსვლისა. ჩვენ ვინარჩუნებთ იმედს, რომ მყარი მშვიდობა გზას გაუკაფავს უფრო აყვავებულ მომავალს რუსი ხალხისთვის და უფრო კონსტრუქციულ ურთიერთობას ჩვენს ორ ქვეყანას შორის“, — აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“საბჭოთა კავშირში ვბრუნდებით? ეს ტენდერებით უნდა ხდებოდეს” – ეკონომისტი გზების მოვლის სახელმწიფო კომპანიაზე
შემდეგი სტატიალუკაშენკო: ყველაფერი რამდენიმე ადამიანის სურვილზეა დამოკიდებული, თუ ეს სურვილი იქნება, ამ ომების დასრულება წელს შეიძლება