რუბიო: პროგრესი გვაქვს, ვფიქრობ, რომ აქ არსებობს საერთო ხედვა, რომ საქმე მხოლოდ ომის დასრულებას არ ეხება

ფლორიდაში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა – წერს CNN და წერს, რომ უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა რუსტემ უმეროვმა აშშ-ის მაღალჩინოსნებთან შეხვედრა შეაფასა, როგორც „პროდუქტიული და წარმატებული“
„ჩვენი მიზანია აყვავებული, ძლიერი უკრაინა, ჩვენ განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. აშშ-მ უდიდესი მხარდაჭერა გამოგვიცხადა“ | თქვა უმეროვმა CNN-თან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

„ჩვენ კვლავ რეალისტურად ვაფასებთ, თუ რამდენად რთულია ეს, მაგრამ… რადგან პროგრესი გვაქვს, ვფიქრობ, რომ აქ არსებობს საერთო ხედვა, რომ საქმე მხოლოდ ომის დასრულებას არ ეხება – რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ეს უკრაინის მომავლის უზრუნველყოფას ეხება, მომავალს, რომელიც, ვიმედოვნებთ, უფრო აყვავებული იქნება, ვიდრე ოდესმე ყოფილა“ -განაცხადა რუბიომ

banner
წინა სტატიაში“ბალდელ დედებს მეორე ღამის გათენება გვიწევს ღია ცის ქვეშ” – პროტესტის 770-ე დღე ბალდაში
შემდეგი სტატიაიოჰან ვადეპული – ფრთხილი ოპტიმიზმით ვარ განწყობილი, რომ ახლა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეალური შანსი არსებობს და მოლაპარაკებები თანაბარ პირობებში შეიძლება, წარიმართოს