29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

რუბიო: აშშ მზადაა უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლის როლი შეასრულოს თუ პროგრესი იქნება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლის როლი შეასრულოს თუ პროგრესი იქნება.

„ვცადეთ შუამავლის როლის შესრულება სამშვიდობო პროცესში. ამ მომენტისთვის ამას ნაყოფიერი შედეგი არ მოუტანია, სხვადასხვა მიზეზის გამო. კვლავ მზად ვართ, ეს როლი შევასრულოთ თუ ეს პროდუქტიული შეიძლება იყოს. არ გვინდა ჩვენი დროის ტყუილად ხარჯვა და დროის, ენერგიისა და ძალისხმევის ინვესტირება იმაში, რაშიც პროგრესი არ არის.

მაგრამ თუ შესაძლებლობას დავინახავთ, რომ როგორც შუამავალმა ვიმოქმედოთ, რომელიც ორივე მხარეს სამშვიდობო შეთანხმებასთან დააახლოებს, გაგვიხარდება. საბოლოო ჯამში, ჩვენი პოზიცია იმაშია, რომ ეს ომი ტრაგიკულია. ორივე მხარე ძალიან მძიმე ფასს იხდის მისთვის, როგორც ეკონომიკურს, ასევე, რა თქმა უნდა, ადამიანურ დონეზე. ის დესტრუქციულია, მის წინააღმდეგ ვართ. და ყოველ ჯერზე, როდესაც დარტყმებზე და ხალხზე მეუბნებით – ყოველ ჯერზე, როდესაც ეს რაღაცები მესმის – ეს გვახსენებს, თუ რატომ უნდა დასრულდეს ეს ომი.

ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი როლი შევასრულოთ, რომელიც შეგვიძლია, რათა მშვიდობიან, დიპლომატიურ დასასრულამდე მივიყვანოთ. სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის ძალისხმევა სტაგნაციაში შევიდა, მაგრამ ყოველთვის მზად ვართ თუ გარემოებები შეიცვლება“, – განაცხადა რუბიომ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კუპრაძე: ხუთი სპეცრაზმელი ვითომ სამაგალითოდ დასჯა პროპაგანდის საკვებია
შემდეგი სტატიასაქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას და შსს-ს: გამოიძიეთ დანაშაული გამჭვირვალედ