20.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 16, 2026
banner

რუბიო: აშშ მზად არის უკრაინაში ომის დასრულების მიზნით თავისი ძალა გამოიყენოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ფილიპინებში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ომის დასასრულებლად ახალი იდეებია საჭირო.

„თუ მშვიდობა დამყარდება, ეს მოხდება ახალი იდეებისა და კონცეფციების დამსახურებით და ჩვენ მზად ვართ, შესაბამის გარემოსა და ფორმატში ზოგიერთი მათგანი წარმოვადგინოთ, თუ ამისთვის პირობები ხელსაყრელი იქნება. ჩვენ მზად ვართ, ეს როლი შევასრულოთ“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

რუბიოს თქმით, ლავროვთან „კარგი და გულწრფელი საუბარი“ ჰქონდა.

ასევე, მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ აშშ მზად არის უკრაინაში ომის დასრულების მიზნით თავისი ძალა და გავლენა გამოიყენოს.

„მთავარი გამოწვევაა ვიპოვოთ ისეთი დასასრული, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება. ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ ეს კომპრომისი და მის ძიებას კვლავაც გავაგრძელებთ. ეს პოზიცია დღესაც გამოვხატეთ და წარსულშიც დავაფიქსირეთ“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

banner
წინა სტატიაში​ქარტია: “ფორმულასა” და ვახო სანაიას არა პოსტების, არამედ დაუმორჩილებლობის გამო სჯიან
შემდეგი სტატია​თეონა აქუბარდია: ვახო სანაიას დაკავება და ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმა ავტორიტარიზმის გაგრძელებაა