რუბიკონი გადალახულია, სადამსჯელო ოპერაციაა – ხუხაშვილი იმპიჩმენტზე

რუბიკონი გადალახულია, სადამსჯელო ოპერაცია ტარდება,” – ასე აფასებს გია ხუხაშვილი პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებულ იმპიჩმენტის პროცესს.

ხუხაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ სადამსჯელო პროცესის წამოწყებით “ქართუოლმა ოცნებამ” სისტემაში მომუშავე ადამიანებს მესიჯი გაუგზავნათ, რომ მორჩილების სანაცვლოდ კანონის დარღვევის შემთხვევაში არ დაისჯებიან.

ხუხაშვილისთვის მიუღებელია ის შეფასებები და ეპითეტები, რაც კობახიძის გუნდის მხრიდან პრეზიდენტის წარმომადგენლების მიმართ ჟღერდებოდა – “ამ ყველაფერმა მიიღო გენდერული ომის განზომილება,” – ამბობს ხუხაშვილი.

რუბიკონი გადალახულია, სადამსჯელო ოპერაცია ტარდება. არა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილისთვის კეთდება, მთლიანად სისტემას ეუბნებიან, რომ თუ ჩვენთან იქნებით, იქნებით შოკოლადში, რაც გინდათ ის აკეთეთ, კანონი კონსტიტუცია დაარღვიეთ, მაგრამ ჩვენი ნდობა არ დაკარგოთ. ჩვენი ნდობა რომ არ დაკარგოთ, ამას სჭირდება ის, რომ იყოთ ლოიალურები. ჩვენ სადაც გეტყვით იქ წადით, რასაც გეტყვით ის ილაპარაკეთ – ფაქტობრივად, მათ გამოაცხადეს მონობა და ლოიალობა გარკვეული კეთილდღეობის ილუზიის სანაცვლოდ, სისტემაში მყოფი ყველა ადამიანისთვის,“ – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციიდან ვინც შევა კენჭისყრაზე, ის არის პოტენციური ეჭვმიტანილი – ხუხაშვილი
შემდეგი სტატიადღეს ევროკავშირის საბჭო, ლიდერები განიხილავენ სტრატეგიულ საკითხებს, ფოკუსი იქნება ორ დიდ საკითხზე – გაფართოება და მიგრაცია – ბორელი