რუბეჟნოედან და პოპასნადან ადამიანების გამოყვანა უკვე შეუძლებელია, იქ შესვლას ვერ ვახერხებთ – გაიდაი

ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, ოლქში დაახლოებით 50 ათასი ადამიანია დარჩენილი.

მისი თქმით, ყველაზე მძიმე ვითარება რუბეჟნოესა და პოპასნაშია, ვინაიდან ამ ორი ქალაქიდან ადამიანების გამოყვანა უკვე შეუძლებელია.

“ყოველდღე ვცდილობთ დავიწყოთ ევაკუაცია. რუბეჟნოედან და პოპასნადან ადამიანების გამოყვანა უკვე შეუძლებელია, რადგან იქ შესვლას ვერ ვახერხებთ. მთელი ოლქი იბომბება. ამ ეტაპზე შეუძლებელია ზარალის დათვლაც, იქ ყველაფერი განადგურებულია. პუტინის მიზანი მთელმა მსოფლიომ გაიგო, მას უკრაინისა და უკრაინელების განადგურება უნდა. მათ ვერ მოახერხეს უკრაინული არმიის დამარცხება, ამიტომ ქალაქების განადგურება დაიწყეს”, – ამბობს სერგეი გაიდაი.

banner
წინა სტატიაშისუბარი – ყველა დამნაშავე პასუხს აგებს და ნურავის დაშინებას ეცდებიან, უგულავას კრიმინალური განცხადებების გაკეთება დასჩემდა, სჯობს, სიტყვებს დაუკვირდეს
შემდეგი სტატიათიბისი კონცეპტი წიგნის კლუბის ახალ სერიას გთავაზობთ