რთულია მარტომ ჩაიდინო ასეთი დანაშაული – გამოძიებამ უნდა დაადგინოს ყველაფერი, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავება შეაფასა.
გამოძიებას სჭირდება თავისი დრო, გამოძიება წარიმართა, გამოძიებამ დადო პირველადი შედეგები და გამოძიება გაგრძელდება. ესაა, რაც შემიძლია გითხრათ, დანარჩენს უკვე გეტყვით გამოძიება,“ -განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ რატომ ადევს ლილუაშვილის საქმეს „გრიფით საიდუმლო“, რაზეც კობახიძემ თქვა, რომ ინფორმაცია არ აქვს.
„არ ვიცი, უწყებებს უნდა ჰკითხოთ,“ – განაცხადა კობახიძემ.
კორუფციას დღეს და ხვალ არ დაუშვებთ – თქვა ასევე კობახიძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.
„რაღაც მომენტში გაჩნდა პრობლემა. არ შევალ დეტალებში. ამის გამო, 2023 წლის დეკემბერში, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა მკაფიო განაცხადი, რომელიც უკავშირდებოდა შესაძლო კორუფციას. იქიდან მოყოლებული, ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ და კონკრეტული ზომები მივიღეთ იმისთვის, რომ მიგვეღწია კორუფციის აღმოფხვრისთვის. ეს არის ის ისტორია, რომელიც თან ახლავს ამ პროცესებს. ჩვენ მთავარია, ახლა ვართ კონცენტრირებული იმაზე, რომ არ დავუშვათ კორუფცია დღეს და ხვალ. ესაა მთავარი ამოცანა. როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ წარსულში იყო რაღაც საუბრები, მინდა მოგიწოდოთ, დღეს და ხვალ თუ რამეს აღმოაჩენთ, ეგრევე აიმაღლეთ ხმა და მოგვმართეთ ჩვენ და გაგცემთ ყველაფერთან დაკავშირებით პასუხს. პასუხისმგებლები ვართ იმაზე, რომ დღეს და ხვალ, რა კითხვაც არ უნდა დაისვას, ყველაზე გაგცემთ პასუხს,“ – განაცხადა კობახიძემ.


















