რთული ვითარება გომის მთაზე – მაშველები 8 საათია ფეხით გადაადგილდებიან

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გომის მთაზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ვითარება იმდენად რთულია, რომ სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ვერ ერთვება, გარდა ამისა, ნალექის სიმაღლის გამო ვეღარ გადაადგილდება ავტომობილები.

მეხანძრე-მაშველთა ათ კაციანი ჯგუფი უკვე რვა საათია გომის მთისკენ, ორმეტრიანი სიმაღლის თოვლში სამაშველო ოპერაციაშია ჩართული. ნალექის სიმაღლის გამო ავტომობილით ეკიპაჟი ვეღარ გადაადგილდება. ამ დროისთვის მძიმე ტექნიკა კვალავს გზას, ხოლო მეხანძრე-მაშვეელბი ფეხით გადაადგილდებიან დანიშნულების ადგილისკენ.

სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდება. ადგილზე ძლიერი ქარბუქია და მხედველობა არ არის – ნათქვამია საგანგებოს ინფორმაციაში

banner
წინა სტატიაშითურნავა – ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ყველას მთავარი ამოცანაა, პარტნიორებთან ერთად მივაღწიოთ, რომ კონსენსუსი შედგეს
შემდეგი სტატიასააკაშვილი ჩანაწერებზე – კომენტარი ზედმეტია ამ გაურკვეველ ბოდვაზე