რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა. კერძოდ, ერთი წამყვანი ხიდის მქონე ავტომანქანებისთვის მხოლოდ ზამთრის საბურავებით და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით არის დაშვებული გადაადგილება. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ ზამთრის საბურავებით.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა
საავტომობილო მოძრაობას გომბორის უღელტეხილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ.

banner
წინა სტატიაშიარც ერთ ინტერვიუს არ მივცემ ტვ ნადეჟდას
შემდეგი სტატიადიდ დიღომში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა