რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მიმართულებაზე შეზღუდვები დაწესდა

რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა და ლიპყინული) გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მიმართულებაზე ამ დროისათვის გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვები იმოქმედებს შემდეგი მიმართულებით:

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 34-ე, 53-ე კილომეტრზე (ჩხაკაურა-ბახმაროს მონაკვეთი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

აღნიშნული საავტომობილო გზის კმ1-კმ33 (ჩოხატაური-ჩხაკაურა) მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ13-კმ32 მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო

გზის კმ1-კმ12 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში დევნილ მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა
შემდეგი სტატიაგოგა გულორდავა: ერთხელ და სამუდამოდ, უარი უთხრას სიბნელეს და აგრესიას-ელენე ფოჩხუა და სოფო ბედია სოფელ საჩინოში