რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა უკრაინას ეს სჭირდება – ბაიდენი კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემაზე

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება “რთული იყო”, თუმცა როგორც ბაიდენი აღნიშნავს, კიევს ეს იარაღი სჭირდება.

ამის შესახებ ბაიდენმა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა და გადაწყვეტილების მიღების მიზეზები განმარტა.

“ჩემი მხრიდან ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო. სხვათა შორის, მე ეს საკითხი განვიხილე ჩვენს მოკავშირეებთან, ჩვენს მეგობრებთან. ეს არის ომი, რომელიც დაკავშირებულია საბრძოლო მასალასთან და მათ ეწურებათ ეს საბრძოლო მასალა, ჩვენ კი ცოტა გვაქვს, ამიტომ რაც საბოლოოდ გავაკეთე, მივიღე თავდაცვის უწყების რეკომენდაცია, რომ – არა მუდმივად, მაგრამ ამ გარდამავალ პერიოდში დავუშვა ჭურვები უკრაინელებისთვის”, – თქვა ბაიდენმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 233 440 სამხედრო დაკარგა
შემდეგი სტატიაერდოღანი – ეჭვგარეშეა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრობას იმსახურებს