ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსმა ჯოზეპ ბორელმა კვირას განაცხადა, რომ იულია ნავალნაია, ალექსეი ნავალნის მეუღლე, მონაწილეობას მიიღებს ორშაბათს დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაში.
“ორშაბათს, მე მივესალმები იულია ნავალნაიას ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოში. ევროკავშირის მინისტრები მხარდაჭერის ძლიერ გზავნილს გაუგზავნიან რუსეთში თავისუფლებისთვის მებრძოლებს და პატივს სცემენ ალექსეის ხსოვნას”, – წერს ბორელი.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და სხვა დასავლელმა ლიდერებმა პატივი მიაგეს ნავალნის გამბედაობას და დაადანაშაულეს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მის გარდაცვალებაში.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას იულია ნავალნაიამ თქვა, რომ ისურვებდა პუტინს და მის გარშემო მყოფებს პასუხისმგებლობა მოეთხოვათ იმაზე, რაც „ჩვენს ქვეყანას, ჩემს ოჯახს, ჩემს ქმარს გაუკეთეს“.