როთი: ქართველები ისევ ისტორიას წერენ, თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია

თბილისში მიმდინარე ევროპულ მარშს გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, მიხაილ როთი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოთი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქართველები ისტორიას კიდევ ერთხელ წერენ.

“ქართველები ისევ ისტორიას წერენ! დღეს ათიათასობით ადამიანი დემონსტრაციას თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის მართავს. თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია. გმადლობთ”, – წერს როთი.

banner
წინა სტატიაში„დღეს არის ისტორიული დღე, ისტორიული შეკრება, რომელიც ექვს დღეში დაგვირგვინდება ივანიშვილის რუსული რეჟიმის დასრულებით”-იგორ ნარმანიამ
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი: ჩვენ ვიქნებით ისეთი პარტნიორი და მოკავშირე, როგორიც არც დაესიზმრებათ