როთი-“ყაველაშვილის “არჩევა” კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოში Gleichschaltung-ისკენ”

“საქართველოს ახალ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის “არჩევა” კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოში ყველა საკონსტიტუციო ინსტიტუტის “Gleichschaltung”-ისკენ. მმართველი პარტია აღრმავებს საქართველოს დაყოფას, გეგმავს გადატრიალებას და ლიბერალური დემოკრატიის განადგურება სურს.”- ასე ეხმაურება გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არალეგიტიმური პრეზიდენტის არჩევას.

გლაიხშალტუნგი (გერმ. Gleichschaltung) — ტერმინი, რომელსაც ნაციონალ-სოციალისტები იყენებდნენ გერმანიაში საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესების ხელში ჩაგდების აღსანიშნავად.

banner
წინა სტატიაშიხაბეიშვილი: ყაველაშვილის ე.წ. პრეზიდენტად დასმით, პუტინმა, ივანიშვილის ხელით, მასხრად აიგდო საქართველოს სახელმწიფო
შემდეგი სტატიაგარემოს დამცველთა საპროტესტო აქცია-მსვლელობა