როთი: გლობალური ომის პარტია არსებობს – ეს რუსეთია, რუსული იმპერიალიზმი

ჩვენ ვიბრძვით რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ და თქვენ ჩვენთან ერთად ხართ. თუ თქვენ გაიმარჯვებთ, ჩვენ გავიმარჯვებთ. თუ თქვენ გადარჩებით, ჩვენ ევროკავშირი გადავრჩებით… თქვენი იმედი მაქვს… ამ შავბნელ დროს, მინდა შეგახსენოთ რომ დემოკრატია ცოცხალია, არა მმართველი პარტიის გამო, არამედ თქვენს გამო… კიდევ ერთი კილომეტრი გაიარეთ ერთიანი ევროპისკენ, ჩვენ გვჭირდებით, თქვენი ადგილი ევროპის ცენტრშია, ამიტომაც აქ ვართ. გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს ევროპას!

სრულად ვეთანხმები მმართველ პარტიას, რომელიც აკრიტიკებს გლობალური ომის პარტიას. დიახ, ასეთი გლობალური ომის პარტია ნამდვილად არსებობს და ის გახლავთ საფრთხე არა თქვენთვის, ამაყი ქართველებისთვის, არამედ გლობალური ომის პარტია გახლავთ საფრთხე ჩვენი ბალტიელი მეგობრებისთვის, გერმანიისთვის, საფრანგეთისთვის, ესპანეთისთვის, სკანდინავიისთვის, საბერძნეთისთვის, რუმინეთისთვის, ბულგარეთისთვის – ეს გლობალური ომის პარტია არის რუსეთი, რუსული იმპერიალიზმი. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ თუ ჩვენი მეგობრები უკრაინაში არ გაიმარჯვებენ როგორც თავისუფალი, სუვერენული და დემოკრატიული ქვეყანა, თქვენ იქნებით შემდეგი, მოლდოვა იქნება შემდეგი, სომხეთი იქნება შემდეგი, ჩვენი პოლონელი მეგობრები იქნებიან შემდეგი, ბალტიელი მეგობრები იქნებიან შემდეგი,-განაცხადა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაელ როთმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

banner
წინა სტატიაშიიუკა კოპრა: არ დანებდეთ! თქვენ ხართ ევროპა
შემდეგი სტატიაკამინსკი: ყველას ვისაც სურს მოგპაროთ არჩევნები, ვუთხრათ ფრაზა – რუსულო სამხედრო გემო….