როთი: ავტორიტარიზმი დემოკრატიის ნაცვლად

ზუსტად ის ხდება, რისიც გვეშინოდა, მმართველი პარტია ანადგურებს საქართველოს მომავალს ევროპის შუაგულში, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“ზუსტად ის ხდება, რისიც გვეშინოდა: იზოლაცია ევროპის ნაცვლად. ჩაგვრა თავისუფლების სანაცვლოდ. ავტორიტარიზმი დემოკრატიის ნაცვლად. მმართველი პარტია ანადგურებს საქართველოს მომავალს ევროპის შუაგულში”, – წერს როთი.

შეგახსენებთ, თვითგამოცხადებულმა პრემიერმა კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე აჩერებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

banner
წინა სტატიაშიგახარია: ამ უმძიმეს გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას „ვერცერთი ამ ღალატში მონაწილე პირი ვერ გაექცევა
შემდეგი სტატიახოშტარია: ჩვენ მზად ვართ ამ გამოწვევისთვის, ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც არის ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი ამ ქვეყანაში, რომელსაც ცნობს მსოფლიო