რუსეთის ტურიზმის სამსახურმა რუსეთის მოქალაქეებს რეკომენდაცია მისცა თავი შეიკავონ საქართველოში ტურისტული მიზნებით ვიზიტებისგან მანამდე, სანამ სიტუაცია არ დამშვიდდება, ტუროპერატორებს კი – ტურების გაყიდვის შეჩერება ურჩია. “რუს ტურისტებს საქართველოში სიფრთხილისკენ და მასობრივი თავშეყრის ადგილას გამოჩენისგან თავის შეკავების რეკომენდაცია ეძლევათ, გარდა ამისა – მიიღონ ყველა შესაძლო საშუალება იმისთვის, რომ პირად უსაფრთხოებაზე იზრუნონ” – ნათქვამია ოფიციალური სტრუქტურის მიერ გამოქვეყნებულ სპეციალურ რეკომენცადიაში.
მანამდე გავრცელდა, რომ რუსეთის ტურისტულ სააგენტოებში ტურების გაუქმების შესახებ განცხადები არ შესულა.