,,როსტურიზმი” რუს ტურისტებს საქართველოში ,,მოსალოდნელ საფრთხეებზე” გააფრთხილებს

რუსეთის ტურიზმის ფედერალური სააგენტო ტუროპერატორებს მოუწოდებს, ტურისტებს საქართველოში არსებული რისკების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ, ასევე რუსეთის მოქალაქეებს ურჩევს, საქართველოში ტურისტული ვიზიტების დაგეგმვისას აქტუალური რისკები გაითვალისწინონ.

ამის შესახებ “რია ნოვოსტისთან” საუბრისას “როსტურიზმის” ხელმძღვანელის მრჩეველმა სვეტლანა სერგეევამ განაცხადა.

“რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა “როსტურიზმს” გაფრთხილებით რისკების შესახებ, რომლებთანაც დაკავშირებულია საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ვიზიტები და ურჩია ამ ინფორმაციის ტურისტული ბიზნესისა და ტურისტებისთვის მიწოდება. ეს განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ბოლო პერიოდში ამ ქვეყანაში ტურისტული ნაკადი გაიზარდა”, – განაცხადა სერგეევამ.

სერგეევმა აღნიშნა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში საქართველოში უკიდურესად შეზღუდულია რუსეთის მოქალაქეების საკონსულო და სამართლებრივი დაცვის შესაძლებლობები.

როგორც “რია ნოვოსტი” აღნიშნავს, საქართველოში “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი” მოქმედებს, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩასული უცხოელებისთვის ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის სასჯელს ითვალისწინებს. 2015 წელს ამ კანონის საფუძველზე რუსეთის სამი მოქალაქე დააპატიმრეს, რამდენიმე კი დააჯარიმეს.

banner
წინა სტატიაშიამომრჩეველს რჩება განცდა, რომ ხალხს რომელიც გაიყვანა პარლამენტში, აღარ აინტერესებს მათი აზრი – ნინო კალანდაძე “ენმ”-ზე
შემდეგი სტატიასახალხო დამცველის აპარატმა სომეხ კოლეგებს უმასპინძლა