როსტოვში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ყველა მგზავრი გარდაცვლილია

 

ბოინგ 737-800-ის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი, ავიაკატასტროფის შედეგად გარდაცვლილია. ყველა მგზავრი ეკიპაჟის წევრების გარდა რუსეთის მოქალაქეა.  სხვადასხვა მონაცემებით ბორტზე 55 -59  ადამიანი იმყოფებოდა. შეგახსენებთ რეისი 981 დუბაიდან დონის როსტოვის მიმართულებით მიფრინავდა. თვითმფრინავმა კატასტროფა დაშვების პროცესში განიცადა და 100-50 მეტრის მანძილიდან ჩამოვარდა.

ამ დროისთვის  აეროპორტი მთლიანად დახურულია. უცხოური მედიის ცნობით ბოინგი 737  FLY DUBAI-ის საკუთრებაა. კომპანია ჯერ-ჯერობით მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს.

კატასტროფის მიზეზად ამ დროისთვის ცუდი ხილვადობა და ცუდი მეტეოროლოგიური პირობები  სახელდება.

banner
წინა სტატიაშიდონის როსტივის აეროპორტში ჩამოვარდნი თვითმფრინავში 59 ადამიანი იმყოფებოდა
შემდეგი სტატიაკახი კახიშვილი: მედიასთან კომუნიკაციის ფორმა იყო არასწორი