როსტოვის ოლქიდან დონბასისკენ რუსეთის შეიარაღებული ძალების კოლონა მიემართება

როსტოვის ოლქიდან დონბასისკენ რუსეთის შეიარაღებული ძალების დიდი კოლონა მიემართება, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, შეისწავლეს სოციალურ ქსელში ორშაბათს გამოქვეყნებული ვიდეო, სადაც როსტოვის ოლქში, დაბა მატვეევ კურგანთან ახლოს რუსეთის სამხედრო ტექნიკის დიდი კოლონაა ასახული.

ამერიკული მედიის ცნობით, კოლონა ჩრდილო-დასავლეთით მიემართება, საითაც დონბასის რეგიონი მდებარეობს.

უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთის შეტევის ახალი ფაზა უკვე დაწყებულია და რუსეთი დამატებითი ძალებით, სამხედრო ტექნიკით შევსებას ცდილობს.

banner
წინა სტატიაშიბუჩას შესახებ ცნობები ისეთივე ყალბია, როგორც სირიაში ქიმიური იარაღის შემთხვევაში – პუტინი
შემდეგი სტატიაბრუკლინის მეტროში კაცმა რამდენიმე ადამიანს ესროლა