როსტომ ჩხეიძე: ხელისუფლების ცვლილებისთანავე ამნისტიის კანონი გადაიხაზება

პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, როსტომ ჩხეიძემ პლენარულ სხდომაზე 2019 წლის 19-20 ივნისის საქმეზე მიღებული ამნისტიის კანონი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამნისტიის საკანონმდებლო შეფასება შეიცვლება.

„21-ე საუკუნეში საერთაშორისო ვითარება ისეა შეცვლილი არამც თუ შეკითხვებს ვერ აკრძალავთ არამედ ხალხის ხმამაღალი და პირუთვნელი შეფასებაც ვეღარ ჩაგიხშვიათ ჩვენო ოცნებელებო. ამიტომაც მოინდომეთ თქვენს მიერ გადაკეთებული რეალობა განგემტკიცებინათ ამნისტიის კანონის შემოღებით. ამაოა ხელოვნური კანონის შემოშველება. ხელოვნურ კანონთა მეტი რა ეჭირა ხელში მიხეილ გორბაჩოვს მომსწრე რომ გახდებოდა საბჭოთა რეჟიმის მსხვრევისა და თავისი მცდელობის სრული კრახისა და გაკოტრებისა. გადაიხაზება ეს ამნისტიის კანონიც ხელისუფლების ცვლილებისთანავე, გადაიხევა თქვენეული შეფასებაც 20 ივნისისა. რიგით მოქალაქეებად დარჩენილები თქვენ თქვენივე თვალით იხილავთ თქვენ პოლიტიკურ კრახსა და გაკოტრებას. ხოლო 20 ივნისის მიუდგომელი სახალხო შეფასება ის განაჩენია ისტორიისა, რომელიც საბოლოოდ დაიმკვიდრებს თავს იმისდა მიუხედავად უკვე შეეგუებით თუ არა ამ განაჩენს. თქვენ დროებითი გამარჯვებულნი, ამაოების გამარჯვებულნი. თქვენეული საკანონმდებლო შეფასება, დამიჯერეთ უკვე გადახეულია ისტორიის მიერ, რომლის განაჩენიც საბოლოოა და კასაციას არ ექვემდებარება“, – განაცხადა როსტომ ჩხეიძემ.

banner
წინა სტატიაშიენმ-ს წევრებმა პარლამენტში 20 ივნისის ამსახველი ფოტოები გააკრეს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია ამერიკის შეერთებულ შტატებში კარა მაკდონალდს შეხვდა