17.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 16, 2026
banner

“როსნეფტის” ერთ-ერთ უდიდეს ქარხანას უკრაინულმა დრონებმა დაარტყეს — იერიში რიაზანზე

6 სექტემბრის ღამეს რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში განხორციელდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ „ტელეგრამ“ არხებსა და საგამოძიებო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

რიაზანის ოლქის გუბერნატორმა პაველ მალკოვმა რეგიონზე დრონებით თავდასხმის ფაქტი დაადასტურა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთ საწარმოში ხანძარი გაჩნდა, თუმცა კონკრეტული ობიექტი არ დაუსახელებია.

ონლაინ გამოცემა ASTRA-ს ჟურნალისტებმა გავრცელებული ფოტო და ვიდეომასალის გეოლოკაციური ანალიზით დაადგინეს, რომ ხანძარი სწორედ რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზეა გაჩენილი.

წარმატებული დარტყმის შესახებ იუწყება უკრაინული „ტელეგრამ“ არხი „Exilenova+“-იც, რომლის ცნობითაც, იერიშმა სამიზნეს ზუსტად მიაღწია.

რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კომპანია „როსნეფტის“ შემადგენლობაში შედის და რუსეთის ფედერაციის მასშტაბით ერთ-ერთი უდიდესი ენერგეტიკული ობიექტია.

საწარმოს გადამუშავების სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 17 მილიონ ტონა ნავთობს შეადგენს და იგი აქტიურად გამოიყენება რუსული ოკუპაციური ძალების საწვავით უზრუნველსაყოფად.

banner
წინა სტატიაშიინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის გამო ასობით ავიარეისი გაუქმდა
შემდეგი სტატიაინფექციონისტი მოსახლეობას აფრთხილებს — რა შეცდომებს უშვებენ პაციენტები ნაწლავური ინფექციების დროს