“როსნეფტის” დირექტორთა საბჭოში კარინ კნაისლი შევიდა, პუტინთან მოცეკვავე ავსტრიელი მინისტრი

ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარინ კნაისლი “როსნეფტის” დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაშია – კომპანიის მასალებზე დაყრდნობით “ბიბისი” წერს. 2018 წელს კნაისლის ქორწილში ერთ-ერთი სტუმარი რუსეთის პრეზიდენტი იყო. მაშინ 53 წლის კნაისლი 65 წლის ბიზნესმენს ვოლფგანგ მაილინგერს გაყვა ცოლად. პუტინმა ახლად დაქორწინებულებს მიულოცა და დედოფალთან ერთად იცეკვა. პუტინთან ერთად ქორწილში კუბანის კაზაკების გუნდიც იყო მიწვეული.

რუსეთის ხელისუფლებამ ექს-მინისტრის კანდიდატურა “როსნეფტის” დირექტორთა საბჭოზე მიმდინარე წლის მარტში წარადგინა.

კნაისლი ავსტრიის საგარეო უწყებას 2017-2019 წლებში ხელმძღვანელობდა, მაშინ, როცა მთავრობის მეთაური პრორუსი სებასტიან კურცი იყო. მაშინ რუსულმა “ედინაია როსიამ” და ავსტრიის თავისუფლების პარტიამ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

კნაისლმა 7-ზე მეტი ენა იცის, კარგად ერკვევა ახლო აღმოსავლეთში და მოსკოვისა და დასავლეთის დაპირისპირების ფონზე არა ერთხელ მოუწოდა რუსეთთან დიალოგისკენ.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე: თბილისის მერი არ უნდა იყოს არც ერთი პარტიის წარმომადგენელი, ის უნდა იყოს მეურნე ადამიანი
შემდეგი სტატიაშსს: თბილისში 1999 წელს დაბადებული კაცი დაჭრეს, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა