რონი მესხმა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში თანამშრომლებს ახლად დანიშნული დირექტორი წარუდგინა

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, რონ მესხმა სამეგრელო-ზემო სვანეთის, ასევე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტებში სამუშაო შეხვედრები გამართა და თანამშრომლებს ახლად დანიშნული დირექტორები წარუდგინა.
მინისტრის პირველმა მოადგილემ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალ დირექტორს ირაკლი ფიფიას და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ივანე მჭედლიშვილს თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, რონი მესხმა დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა.
მინისტრის პირველმა მოადგილემ თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა გაწეული ღირსეული სამსახურისთვის.

banner
წინა სტატიაშისაქსტატმა 2025 წლის სტატისტიკა გამოაქვეყნა – საქართველოში საარსებო მინიმუმი თვეში 255 ლარია
შემდეგი სტატია“BBC-სგან ბოდიშს ველოდებით, ხოლო ევროკავშირისგან დემოკრატიის პატივისცემას” – მათიკაშვილი