რონალდუ “ინსტაგრამის” გამომწერების რეკორსდმენია

იტალიის “იუვენტუსის” თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს “ინსტაგრამი” უკანასკნელი 6 თვის მანძილზე 50 მილიონმა ადამიანმა გამოიწერა. ახლა მისი გამომწერების რაოდენობა 300 მილიონზე მეტია – მან პირველმა მიაღწია გამომწერების ამ რაოდენობას. ეს მოხდა 18 ივნისს. ახლა ის თავად სოციალური ქსელის პროფილის შემდეგ პირველ ადგილზეა – “ინსტაგრამს” 397 მილიონი გამომწერი ყავს.
ყველაზე პოპულარული “”ინსტაგრამ” გვერდები აქვთ მსახიობ დუეინ ჯონსონს – 246 მილიონი გამომწერი, ამერიკელ მომღერალს არიანა გრანდეს – 244 მილიონი, მოდელ კაილი ჯენერის – 241 მილიონი. “ბარსელონას” კაპიტანს ლიონელ მესის – 219 მილიონი.

2020 წლის ივნისში რონალდუ ფეხბურთელთა შორის პირველი მილიარდელი გახდა. “ფორბსის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან თავისი 17 წლიანი საფეხბურთო კარიერის მანძილზე სხვადასხვა კლუბებში 650 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. დანარჩენი მისი რეკლამებიდან შემოსავალი იყო. “იუვენტუსთან” ახლა მოქმედი კონტრაქტით 35 წლის რონალდუმ საერთო ჯამში 765 მილიონი დოლარი უნდა გამოიმუშავოს.

banner
წინა სტატიაშიმოლუსკებსაც სტკივათ – ბრიტანეთში უხერხემლოების გრძნობათა დაცვის შესახებ კანონს განიხილავენ
შემდეგი სტატიაევროკავშირი და “ასტრა-ზენეკა” ორივე გამარჯვებას უწოდებს სასამართლოს გადაწყვეტილებას