რონ ჯონსონმა, ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია სენატს გაუგზავნეს

აშშ-ს სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის უფროსი რესპუბლიკელი წევრის, სენატორ რონ ჯონსონის ინიცირებით სენატში საქართველოს შესახებ რეზოლუცია შევიდა. ინფორმაციას ამის შესახებ “ამერიკის ხმა” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რეზოლუცია 19 აპრილს პარტიებს შორის შეთანხმების სრულად შესრულების მხარდაჭერას გამოხატავს. რონ ჯონსონთან ერთად, რეზოლუციას სპონსორობას უწევენ ქვეკომიტეტის თავმჯდომარე დემოკრატი სენატორი, ჯინ შაჰინი და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსი რესპუბლიკელი წევრი, ჯიმ რიში.

როგორც ამერიკის ხმა წერს, რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ს მიერ საქართველოსადმი ორპარტიულ მხარდაჭერას და ქვეყანას სასამართლო და საარჩევნო რეფორმების გატარებისკენ, პარლამენტს კი მუშაობის დაუყონებლივ განახლებისკენ მოუწოდებს.

სენატორ ჯიმ რიშის თქმით, ის მოხარულია, რომ საქართველოში მხარეებს შორის შეთანხმება შედგა, თუმცა, მისივე თქმით, “მძიმე მუშაობა” სწორედ ახლა იწყება.

“ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც იმუშავებს ისეთ მწვავე მიმდინარე საკითხებზე, როგორიცაა მძიმე ეკონომიკური სიტუაცია და Covid-19-ის პანდემია. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს პოლიტიკურ ბედს ფართო მასშტაბების შედეგები აქვს რეგიონში და მსოფლიოს გარშემო დემოკრატიის მდგომარეობაზე და ჩვენ მზად ვართ მის მთავრობასა და მის ხალხს დავეხმაროთ მოქნილი დემოკრატიის აშენებაში”, – ამბობს ჯიმ რიში.

banner
წინა სტატიაშილელო: ევროპარლამენტარების თავდებობით მელიას გათავისუფლება არ ეწინააღმდეგება შეთანხმებას
შემდეგი სტატიათალაკვაძის განცხადებით, მაჩალიკაშვილის მიერ დასახელებულ პირს მის ოჯახთან კავშირი არ აქვს