რომთან ახლოს გარეულმა ღორებმა ქალს პროდუქტები წაართვეს (ვიდეო)

გარეული ღორების გუნდმა რომთან ახლოს ქალს, რომელიც სუპერმარკეტიდან გამოვიდა, პროდუქტები წაართვეს. ვიდეოზე, რომელიც გუშინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, ჩანს, რომ ექვსი ღორი, სავარაუდოდ, ერთი ოჯახი, ქალს უახლოვდება და მას, სუპერმარკეტის მანქანების სადგომზე ავიწროვებს. შემდეგ კი პროდუქტებს ართმევს. შემთხვევა სოფელ ლე რუგში მოხდა – “გარდიანი” ავრცელებს.

გასულ წელს რომის მერმა განკარგულება გასცა გამოეძიებინათ გარეული ღორების ოჯახის ვატიკანის საბავშვო მოედანზე ამოხოცვის ფაქტი. მომხდარმა ცხოველთა უფლებების დამცველ ოგანიზაციებში დიდი პროტესტი გამოიწვია. სტატისტიკით, გარეული ღორები იტალიაში დაახლოებით 10 ათასი ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გახდა. იტალიაში, დაახლოებით 2 მილიონი გარეული ღორია.

 

banner
წინა სტატიაშიწუხელ ისრაელი 40 წუთი ბომბავდა “ჰამასის” გვირაბებს
შემდეგი სტატიასუს: ოკუპირებული ცხინვალში უკანონოდ დაკავებული ალან ჯაფარიძე თავისუფალია