იტალიურმა პოლიტიკურმა მოძრაობამ “ხუთი ვარსკვლავი”, 20-დან 19 მუნიციპალიტეტში არჩევნები მოიგო. პარტიის კანდიდატები რომსა და ტურინში მერები გახდნენ.
მოძრაობის ლიდერმა ბენე გრილომ გამარჯვებას უკვე დაარქვა “ისტორიული” და განაცხადა, რომ ეს მხოლოდდამხოლოდ დასაწყისია. ამასთანავე, მმართველმა დემოკრატიულმა პარტიამ უკვე აღიარა დამარცხება.
იტალიის დედაქალაქის ახალი მერი ვირჯინია რაჯია. მან აღნიშნა, რომ მისი არჩევა “ისტორიული მოვლენაა, რომელიც ახალ ერას გაუხსნის კარს”.
ტურინშიც ქალმა გაიმარჯვა – კიარა აპენდილომ. გამარჯვების გამოცხადების შემდეგ, მან თქვა, რომ “საჭიროა ღრმად დაჭრილი ქალაქი განიკურნოს”.
თავის მხრივ, კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა, მატეო სალვინმა “ხუთი ვარსკვლავის” გამარჯვების კომენტირებისას, განაცხადა, რომ იტალიელებს პრემიერ მათეო რენცის უკვე არ სჯერათ.
იტალიური “ხუთი ვარსკვლავი” იტალიელი კომიკოსისა და მსახიობის ბეპე გრილოს მიერ 2009 წელს დაარსდა. პარტიამ მალე მოიპოვა პოპულარობა და სერიოზულ წარმატებებსაც მიაღწია.