რომის ვივა ემოს რაიონში პოლიციამ ორი ქართველი დააკავა, რომლების სახლის გაძარცვას აპირებდნენ. ამის შესახებ გამოცემა mattinodiverona.it იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, დაკავების დროს 30 წლის ქართველმა და მისმა თანამზრახველმა პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს. თავდაპირველად მათ მიმალვა სცადეს. დევნის და დაკავების დროს პოლიციელმა ტრავმები მიიღო. შემდეგ დამატებითი ძალების დახმარებით ორივე ბოროტმოქმედის დაკავება მოხდა.
ახლა მათ ბრალი წაუყენეს სახლის გაძარცვის მცდელობასა და დაკავებისას პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში.