რომის პაპმა უარი თქვა ტრამპს “ქრისტიანი” უწოდოს

რომის პპმა ფრანცისკმა განაცხადა, რომ ამერიკელი მულტიმილიარდელი დონალდ ტრამპი, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატია, არა ქრისტიანულად იქცევა, როცა მექსიკა-აშშ-ს შორის კედლის აშენებას სთავაზობს საზოგადოებას – ამის შესახებ АВС News-მა თქვა.
ჟურნალისტსი შეკითხვაზე: “არის თუ არა შესაძლებელი კარგმა კათოლიკმა ამ ადამიანს მისცეს ხმა”, ფრანცსკმა უპასუხა: “ადამიანი, რომელიც მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ ააშენოს კედლები, მაგრამ არ გამართოს ხიდები, არ შეიძლება იყოს ქრისტიანი”.

ტრამპმა, თავის მხრივ, რომის პაპის სიტყვებზე განაცხადა, რომ პაპი ფრანცისკი მოისურვებს მის პრეზიდენტობას მაშინ, როცა ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” ვატიკანზე მიიტანს შეტევას – წერს Reuters. მან პაპის პოზიციას “სამარცხვინო” უწოდა.

banner
წინა სტატიაშიპარკიდან გაქცეული ლომები კენიის ქუჩებში აღმოჩნდნენ
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ეწვევა