რომის პაპმა საშობაოდ მსოფლიოს მშვიდობისაკენ მოუწოდა

რომის პაპის აზრით გამოხატვის თავისუფლებასაც საზღვარი აქვს

რომის პაპმა ფრანცისკემ ისრაელს და პალესტინას მშვიდობის მისაღწევად ძალების მობილიზებისკენ მოუწოდა.
ვატიკანში ტრადიციული საშობაო გამოსვლისას მან კონფლიქტის ორივე მხარეს ისტორიის ახალი გვერდის გადაშლისკენ მოუწოდა, სადაც ზიზღის გრძნობა და შორისძიება “შეიცვლება მომავლის ურთიერთგაგებით და ჰარმონიით აშენებაში”.
პაპმა ბერლინის ტერაქტში დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა.
მან “მამაკაცებს და ქალებს, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში იტანჯებიან, მშვიდობა უსურვა.” პაპმა მშვიდობისკენ მოუწოდა ერაყს, ლიბიას და იემენს, სადაც “ხალხი ომის და ტერორიზმის მსხვერპლია”, მან ასევე, იმედი გამოთქვა, რომ აფრიკაში არსებული კონფლიქტები, მათ შორის სამხრეთ სუდანში, მალე დასრულდება.

banner
წინა სტატიაშიპაკისტანი ისრაელს ატომური იარაღით ემუქრება
შემდეგი სტატიარუსი ექსპერტების აზრით Ту-154- ჩამოაგდეს