რომის პაპმა ფრანცისკმა ყველა კათოლიკე მღვდელს უფლება მისცა ერთ-ერთი მძიმე ცოდვა, აბორტი მიუტევონ.
ადრე მსგავსი უფლება მხოლოდ ეპისკოპოსებს და სპეციალურ აღმსარებლებს ჰქონდათ.
პონთიფიკმა, ასევე უფლება დართო აბორტების შეწყალების პერიოდის გახანგრძლივებაზე. ადრე, მიმდინარე წლის განმავლობაში, ე.წ. რომაულ-კათოლიკური ეკლესიის შემწყნარებლობის წლის ფარგლებში, ნებისმიერ კათოლიკს შეეძლო აბორტზე მიტევება მიმდინარე წლის მანძილზე მიეღო.
კათოლიციზმში აბორტი იმდენად ძლიერ ცოდვად ითვლება, რომ ეკლესიიდან მისი გამკეთებლის ავტომატურ განკვეთას ითვალისწინებს – “ბიბისი” წერს.