რომის პაპმა მაფიის წევრებს მონანიებისკენ მოუწოდა

რომის პაპმა სიცილიაში ვიზიტისას მაფიის წევრებს მიმართა. მან მათ მოუწოდა უარი თქვან დანაშაულებებსა და ძალადობებზე. პაპმა ფრანცისკემ, ასევე, განაცხადა, რომ ორგანიზებულ დამნაშავეთა ნაწილი ეკლესიაში დადის, “არ შეიძლება ღმერთის გწამდეს და მაფიის წევრი იყო”.

პანტიფიკოსი სიცილიის დედაქალაქ პალერმოში მამა ჯუზეპე “პინო” პუზილის ხსოვნისადმი პატივის მისაგებებლად ჩავიდა, რომელიც 1993 წელს მაფიის წევრებმა მოკლეს მას შემდეგ, რაც ის ღიად დაუპირისპირდა ორგანიზებულ დამნაშავეებს, რომლებიც მაშინ ქალაქს აკონტროლებდნენ – ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.

“მაფიის წევრები ქრისტიანულად არ ცხოვრობენ, იმიტომ, რომ ისინი ცხოვრების საკუთარი წესით ღმერთის წინააღმდეგ მიდიან და ცოდვას სჩადიან” – განაცხადა რომის პაპმა პალერმოში შეკრებილი 80 ათასი მორწმუნის წინაშე. “მე მაფიის წევრებს ვეუბნები: შეიცვალეთ, ძმებო და დებო! საკმარისია ფულსა და საკუთარ თავზე ფიქრი. მიმართეთ ჭეშმარიტ ღმერთს, იესო ქრისტეს, ძვირფასო ძმებო და დებო” – მიმართა მაფიის ევრებს პაპმა ფრანცისკემ.

banner
წინა სტატიაშირკინიგზის გაჩიანის მონაკვეთზე მიკროავტობუსი მატარებელს დაეჯახა
შემდეგი სტატიანორვეგიული რევოლუცია: ქვეყანა ელექტრონულ თვითმფრინავებზე გადადის