4.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 10, 2026
banner

რომის პაპმა ლეო XIV-მ ვლადიმერ პუტინს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა

რომის პაპმა, ლეო XIV-მ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების გამო ღრმა წუხილი გამოთქვა და ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა.

Vatican News-ის ცნობით, წმინდა საყდრის პრესსამსახურის გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რომის პაპმა რუსეთის პრეზიდენტს ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა მოსთხოვა.

„წმინდა მამამ ღრმა შეშფოთება გამოთქვა ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე და ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა, რათა შესაძლებელი გახდეს საკვებისა და სამედიცინო დახმარების მიწოდება, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის ნებაყოფლობითი და უსაფრთხო ევაკუაცია“, — ნათქვამია ვატიკანის განცხადებაში.

ხერსონის ოლქის ქალაქი ოლეშკი რუსული საოკუპაციო ძალების მიერ ომის პირველივე დღეებიდანაა ოკუპირებული. უკრაინული მხარის მონაცემებით, ქალაქში ამჟამად ბლოკადის პირობებში 6 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება, სადაც საკვები პროდუქტების მიწოდება შეწყვეტილია, ხოლო რუსული არმია მოსახლეობას ევაკუაციის საშუალებას არ აძლევს.

banner
წინა სტატიაში“რამდენიმე პარტია კი არ იკრძალება, პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება სოციუმის დიდ ჯგუფს”-ზურაბ ჯაფარიძე
შემდეგი სტატიამოლდოვის საჰაერო სივრცეში უცნობი დრონი ჩამოვარდა და აფეთქდა