რომის პაპმა კათოლიკე სასულიერო პირებში ჰომოსექსუალიზმი დაგმო

რომის პაპმა ფრანცისკემ სერიოზული შეშფოთება გამოთქვა კათოლიკე მღვდელმსახურებში ჰომოსექსუალიზმის გამო და აღნიშნა, რომ ეს ხდება იმის ფონზე, რომ საზოგადოებაში ჰომოსექსუალურობა მოდური ხდება. პაპი თვლის, რომ ეკლესია მღვდელთმსახურების კანდიდატების შერჩევისას ძალიან ფრთხილად უნდა იყოს – კომენტარები პაპი ფრანცისკის ინტერვიუშია მოცემული, რომელიც ესპანელ მისიონერ ფერნანდო პრადოს მისცა და რომელიც მიმდინარე კვირას გამოქვეყნდა წიგნში The Strength of Vocation, რომელიც რამდენიმე ენაზე გამოიცა.
ინტერვიუ გასული წლის აგვისტოშია შედგა. აქ პაპი გამოკვეთილად ამბობს საკუთარ პოზიციას ჰომოსექსუალიზმზე და აცხადებს, რომ ის არ შეიძლება სასულიერო პირებში იყოს – “ამერიკის ხმა” წერს.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ კაიროში ადგილობრივი მედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა
შემდეგი სტატიაკიევში მეზობლის დღე დააარსეს